ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რადიო თავისუფლება "თავისუფლების დღიურების" პრეზენტაციას მართავს
14/03/2012

მედია ანონსი

14 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თამარ კალანდარიშვილი
tamunakalandarishvili@yahoo.com

რადიო თავისუფლება "თავისუფლების დღიურების"  პრეზენტაციას მართავს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  14 მარტი, 2012 -15 მარტს, 18 საათზე, გაიმართება რადიო „თავისუფლების დღიურების" მორიგი, მეექვსე  წიგნისა და მისი ავტორების მონაწილეობით გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია. „თავისუფლების დღიურები" რადიო „თავისუფლების" პროექტია. მის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ადამიანები ერთი კვირის განმავლობაში აწარმოებენ ჩანაწერებს, რომლებიც ყოველი წლის დასაწყისში წიგნად იკინძება და ერთგვარად აჯამებს განვლილ 365 დღეს. „თავისუფლების დღიურები 2011"-ს, ისევე, როგორც მის ხუთივე წინამორბედს, 52 ავტორი ჰყავს.

პრეზენტაცია გაიმართება "შტელცეს სახლში" (ერეკლე მეორის ქუჩა 8/10).
 

წაკითხულია: 2049